ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოშიც შეიკრიბნენ.
დემონსტრანტები აპროტესტებენ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში შეუფარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მომიტინგეებს სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდა, თუმცა ისინი მაინც შევიდნენ.
დემონსტრანტების ადმინისტრაციის შენობებზე ბოქლომის დადებით ხელისუფლებისადმი პროტესტს სიმბოლურად გამოხატავდნენ. მათ მანამდე ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს.
საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება მოაწყეს. ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.