Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა - არასამთავრობო ორგანიზაციები

21 ნოემბერი, 2019 17:21

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ვარაუდობს, რომ  მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი „არ იყო თავის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი და როგორც ჩანს, ინსტრუქციებს იღებდა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ დაევალა 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს, როცა საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლე მუშაობს.  ამ ფაქტმა „სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია“.

„არასამთავრობოები“ აცხადებენ, რომ  სასამართლო პროცესი პოლიტიზირებული იყო და მოუწოდებენ მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე.

„იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამავდროულად, ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება" - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 16 ორგანიზაცია აწერს ხელს..

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან  10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^