Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ხელწერილით გაათავისუფლეს

22 ნოემბერი, 2019 14:17

მცხეთაში დაკავებული პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იტყობინებიან, ასევე იგივე პირობით გათავისუფლდა დიასამიძესთან დაპირისპირებული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც.

„22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

პარტია "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თორნიკე დიასამიძე თანამოაზრეებთან ერთად მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე სტიკერებს აკრავდა, რის გამოც „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან დაპირისპირება მოუხდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^