
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „დაბოქლომების“ სერიას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროცესი არასერიოზულია .
„ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესია რასაც თვალს ვადევნებთ. როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გუშინ დედაქალაქში დაწყებულმა, ადმინისტრაციულ შენობებზე და სამაჟორიტარო ბიუროებზე „ბოქლომის დადების“ აქციებმა, უკვე რეგიონები მოიცვა.
რეგიონებში „ბოქლომის დადების" აქციები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს