Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპოზიციის ლიდერების დესტრუქციულ ნაწილს მივმართავ, არანაირი ბლოკირება არ იქნება - თალაკვაძე

22 ნოემბერი, 2019 12:42

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს ჩატარდება და ეს „ოცნების“ დამსახურებაა. მისი თქმით, საქართველო განვითარებას გააგრძელებს და მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იქნება. 

„პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, სამწუხაროდ საქართველოს პარლამეტში საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ  ერთი  წლის წინ მივიღეთ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით 2024 წელს რჩება და არის კონსტიტუციაში ჩაწერილი. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ  მივიღეთ, არცერთ წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას, თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი  საქმიანობას აგრძელებს და ძალინა მნიშვნელოვანი  საკითხები გვაქვს განსახილველი. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში განიხილება და ეს არის საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც ხელფასების ზრდაა გათვალისწინებული, ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. ასევე,  გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც. ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ და მივიღებთ. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ის დემოკრატიულად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენს თანამოქალაქეებს ვეენდობით და ნებისმიერ  მათ არჩევნას პატივს ვცემთ, რომელსაც ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის  გააკეთებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში „დაბოქლომების“ აქციებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ვერანაირი ბლიკირება ვერ მოხდება და ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებს დესტრუქციულ ქმედებებს მოეშვან.

„პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, ცდილობენ დესტრუქციული და ისტერიული აქტივობებით, ყურადღების ცენტრში მოხვდნენ, როგორმე საზოგადოებას თავისი თავი მიჰყიდონ. ოპოზიციის ლიდერების დესტრუქციულ ნაწილს მოვუწოდებ, რომლებიც, ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ხშირად გაიმეორონ. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს მშვიდობიანი მანიფესტაციის სახეს სცდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მომავალშიც ამაზე რეაქცია ექნება“, - აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^