Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2020-ში შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, თემა დახურულია - კალაძე

25 ნოემბერი, 2019 12:20

ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლისთვის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და შესაბამისად, ეს თემა დახურულად გამოაცხადა. 

კახა კალაძის განმარტებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო. თუმცა, მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. იგი პროექტის ჩავარდნის მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების "ბუნებრივ წინააღმდეგობასთან" ერთად, „დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებს“ ასახელებს. „ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა, არჩევნებისთვის მზადებას და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება” აპირებს, საარჩევნო რეფორმის საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩაატაროს.

კალაძის განცხადებით, ჰქონდათ კონსულტაციები მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან, სადაც დაარწმუნეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ. „თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან გენერალურმა მდივანმა ისაუბრა მართველი პარტიის მხრიდან კეთილი ნების ინიციატივაზეც, რომლის შედეგად, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები გერმანული მოდელის შემოთავაზებით ფიზიკური დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ.  

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ე.წ. გერმანულ მოდელს სთავაზობს, რომელიც მათი შეფასებით, უპირატესობას ანიჭებს პროპორციულ სისტემას, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის რეალობას. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ვიდრე მმართველი გუნდი ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება, პარლამენტის პიკეტირება და მწვავე პროტესტი გაგრძელდება. 

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფების მხარდაჭერასთან დაკავშირებით მმართველის პარტიის ინიციატივას და აცხადებს, რომ მათ მოწყალება არ სჭირდებათ. სჭირდებათ მხოლოდ კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, საზოგადოების ნაწილს, ვისაც კიდევ გააჩნდა მცირეოდენი იმედი, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კონსენსუსისკენ გადმოდგამდა ნაბიჯს, ეს ბოლო იმედიც გაუცრუვდა და ეს ადამიანებიც შეემატებიან საპროტესტო ტალღას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^