ბიძინა ივანიშვილის სახლთან „გირჩის“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან" გამართეს.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყეს. მათ თან ჰქონდათ „ხატები" ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. აქტივისტებმა რეზიდენციასთან სანთლები აანთეს და ივანიშვილს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“ უმღერეს.
პერფორმანსის დასრულების შემდეგ „გირჩის“ აქტივისტებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციას შეუერთდენ.