პარლამნეტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამნეტო ოპოზიციის წევრებს, რომლებიც შენობის წინ არიან შეკრებილები, მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და აღნიშნულ ფორმატში საკუთარი არგუმენტები აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მივმართო საპარლამნეტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ საპარლამენტო პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს, ის არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგაოდებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული სხდომები, თუ საკომიტეტო განხილვები, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის არსებობს მზადყოფნა. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი," - განაცხადა თალაკვაძემ.