Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა იგულისხმა საპატრულო პოლიციის უფროსმა - შსს-ს განმარტება

26 ნოემბერი, 2019 16:42

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზუსტებს საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადების ფორმულირებას, რომლის მიხედვით გუშინ პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას წყლის ჭავლის არ ყოფილა გამოყენებული.

როგორც შსს-ში განმარტავენ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსს მხედველობაში ჰყავდა, პოლიციური ძალების და არა სპეცრაზმის მოქმედება.

როგორც მანამდე ვაჟა სირაძე აცხადებდა, ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. „შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლების ოპერაცია დაახლოებით დილის 5:00 საათზე დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^