Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედებები, მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას - გახარია

28 ნოემბერი, 2019 12:04

საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პარალამენტის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.  მისი თქმით, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსების ქცევაზე მათი პასუხი ადეკვატური იქნება და  კანონის ფარგლებს არ გაცდება. პრემიერმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად მათ მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა  განაგრძონ.      

„რა როლი აქვს დემოკრატიულ პროცესებს ამ ქვეყანაში. როდესაც საქართველო 20 წლის ევროსაბჭოს წევრი გახდა, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ და სახელმწიფომ ვალდებულება აიღო. დაადსატურა ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ინსტიტუციების მიმართულებით გაძლიერებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი გზა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში სრული რეფორმირების გატარების რეჟიმში ცხოვრება მოუწევს, ჩვენ ამ გზას რა გადავუხვევთ, რადგანაც ეს ჩვენი მოქალაქეების არჩევანია.

რასაც დღესაც პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობითაც ვადასტურებთ, სადაც სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება სრულად  დაცულია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოს გამოხატვის თავისუფლება, პოლიციის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება ჰგონია. ჩვენ სახლემწიფო,  ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას  სრულად ვიაზრებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე სრულად კანონიერი იქნება. ასევე გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წაინაშე გავქვს“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ცდილობს გადადგას ყველა ნაბიჯი იმისკენ, რომ სახელმწიფოს ბლოკირება მოხდეს. გახარია ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესები მედიაში, პარლამენტში და ქუჩაშიც უნდა მიდიოდეს, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს.  

„ერთმნიშვნელოვნად, ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ნაბიჯი, მიზნად სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს. ეს ცალკეულ ინსტიტუტები ბლოკირებას არ ნიშნავს, ეს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას გულისხმობს. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მინდა მოგიწოდოთ, რომ ყურადღება გავაორმაგოთ  და ჩვეულებრივ რეჟიმში სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირება გავაგრძელოთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თვითოეულ მოქალაქეზე ვიზრუნოთ. მიუხედავად  იმისა, პოლიტიკურ პროცესში რაც არ უნდა ხდებოდეს. მიუხედავად იმისა, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით, სახელმწიფოს ბლოკირებას ვინც არ უნდა ცდილობდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი არის, რომელიც მედიაში, პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. შეიძლება ასევე, ქუჩაშიც მიმდინარეობდეს, თუმცა კანონის სრული დაცვით. ეს პროცესი კი ლოგიკურად საარჩევნო უბანზე  სრულდება. ამიტომ ჩვენ, მთავრობას თვითოეული მოქალაქის წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ არავის  მივცეთ საშუალება, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქცევისა, ეს ჩვენს ბიუროკრატიაზე გადმოვიდეს. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, აბსოლუტურად კონცეტრირებულები უნდა იყვნენ, რომ  ქვენყნის მოქალაქეების პრობლემებზე იზრუნონ“, - განაცხადა გახარიამ.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^