Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ - გომელაური

28 ნოემბერი, 2019 13:44

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით,  პარლამენტის მიმდებარე  ტერიტორია იმიტომ    გადაკეტეს, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და აქციის მონაწილეებმა დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს.

„შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ და ნუ დააბრუნებენ ხალხს, არ არის ეს კარგი, ცუდია. ჩვენ ვუთხარით გენერატორებზე, შმეოიტანეთ, მოგეხმარებით, დენის გამათბობლებზეც ვუთხარით, მაგრამ არა შეშები და ბოჭკები. მათ უნდათ ჭიდაობა”, -  განაცხადა    გომელაურმა.

მინისტრის   თქმით,   არსებული სიტუაცია ყველას დისკომფორტს უქმნის:   „დისკომფორტი როგორ არ არის, ოთხი დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან. პირველ რიგში პოლიციელები არიან ცოდოები. ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან".

გომელაური მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

„უნდა მიხვდეს ოპოზიცია, რომ უნდა დაამთავროს თემა და შევიდნენ კაბინეტებში, მოხდეს შეთანხმება ამა თუ იმ კანონის, რა ჯდება კონსტიტუციაში, გერმანული მოდელი იქნება ეს, იაპონური თუ ფრანგული, კაბინეტში უნდა დასხდნენ და არა ქუჩაში“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^