პარლამენტის პიკეტირება დღეს დასრულებულია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად გაგრძელდება .
„პროტესტის ეს ფორმა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი, გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს საწადელს. სანამ არ მივაღწევთ იმას, რაც კი არ გვაჩუქეს, ამაში სისხლით გადაიხადა ხალხმა, თვალის ჩინით გადაიხადა ხალხმა.
დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები, შემდეგი საპარლამენტო დღე როცა იქნება, იმ დღესაც გავმართავთ აქციას, უფრო ეფექტიანად. სირცხვილის კორიდორების, მონების შეძახილების, არაძალადობრივი პროტესტის გზის გავლით მოუწევთ პარლამენტარებს მუშაობა“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.