პარლამენტში ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იქმნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ განუცხადა. მისი თქმით, ფრაქციაში 6 დეპუტატი იქნება - გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.
„ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ", - განაცხადა კობერიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. ხოლო ფრაქცია იმ თემებზე იმუშავებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
კობერიძე, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ფრაქციას სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან, რათა საპარლამენტო საქმიანობა მრავალფეროვანი იყოს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.