ოქტომბერში, საქართველოში, ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვის“ სულ მალე დაისტამბება, - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ქართულ გამოცემაზე „სეზან ფაბლიშინგი“ იმუშავებს, ხოლო წიგნი ოქტომბრიდან გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ წიგნის ქართულად თარგმნისა და საქართველოში მისი გამოცემის სურვილი უშუალოდ ავტორმა გამოთქვა და ამის შესახებ, ქართველ გამომცემლებს „ტვიტერის“ საშუალების ამცნო. ამ შეთავაზებას ფართო გამოხმაურება და უპრეცედენტოდ დიდი ინტერესი მოჰყვა, რის გამოც, ავტორის სააგენტომ აუქციონი გამართა, სადაც „სეზან ფაბლიშინგმა“ გაიმარჯვა.
წიგნი მემუარული ჟანრისაა. ავტორი, კანადაში გაზრდილი ნუტრიციოლოგი და მოდელი, მკითხველს საკუთარი სირთულეებით სავსე ცხოვრების შესახებ უყვება. მეი მასკი სამი ძალიან წარმატებული შვილის დედა და ცამეტი შვილიშვილის ბებიაა და სამოცდათორმეტი წლის ასაკშიც ახერხებს, პოპულარული მოდელი იყოს. ცხოვრებაში მას უამრავი დაბრკოლება შეხვედრია და ეს წიგნი სწორედ ამ დაბრკოლებებს და მათ უკან მდგომ ადამიანურ სიძლიერეს წარმოაჩენს.
გამოცემამდე "ლიბერალი" ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს წიგნიდან.
მთარგმნელი: გიორგი არონია
რედაქტორი: ელზა ნაბახტეველი