Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვლადიმირ ნაბოკოვის მთელ მემკვიდრეობას ხელახლა გამოსცემენ

26 ივლისი, 2021 13:27

მწერლის მემკვიდრეობის სრული რევიზიის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის საშუალებით გახდა, როდესაც რუსული გამომცემლობა Corpus-ის ხელმძღვანელმა სიახლე ფეისბუკზე გამოაქვეყნა

სწორედ Corpus-ს გადასცა ნაბოკოვის ფონდმა უფლება მწერლის ყველა ძირითადი რუსული და ინგლისური ნაწარმოები ხელახლა გამოსცეს იმ პირობით, რომ თითოეულ ახალ წიგნში ტექსტი შედარებული იქნება დაზუსტებულ წყაროებთან, გასწორდება მრავალი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შეცდომები, აღდგება წინა გამოცემებში შემთხვევით გამოტოვებული ფრაგმენტები, მითითებული იქნება შენიშვნები და კომენტარები იქ, სადაც ეს აუცილებელია.

Corpus-ის მთელი ახალი სერიის რედაქტორია მკვლევარი, ნაბოკოვის მთარგმნელი და მწერლის ფონდის ექსპერტი ანდრეი ბაბიკოვი. 

ახალი სერიისადმი მიღვნილ სტატიაში ბაბიკოვი მაგალითად წერს, რომ ნაბოკოვმა წერა-კითხვა (ერთდროულად, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად) ჯერ კიდევ რევოლუციამდელ რუსეთში იწავლა და ბავშვობაში ათვისებული მართლწერა შეინარჩუნა რუსული ორთოგრაფიის რეფორმის შემდეგაც; რომ 1930 წელს „ლუჟინის დაცვა“ გამოქვეყნდა ბერლინში (მწერალი ამ დროს უკვე ემიგრაციაში იყო) და შემდეგ ხელახლა გამოიცა ახალი ორთოგრაფიით პარიზში 1967 წელს, თუმცა ტექსტის თარგმანი არათანმიმდევრულია; რომ რომანის „კამერა ობსკურა“ მეხუთე თავში გამქრალია 7 ბწკარი და ა.შ.

ბაბიკოვის ცნობით, ყველაზე უშეცდომო გამოცემად დღეს შეიძლება ჩაითვალოს მემუარული „სხვა ნაპირები“ („Другие берега“), რომელიც 1954 წელს ნიუ-იორკის ჩეხოვის სახელობის გამომცემლობამ გამოაქვეყნა, ხოლო ყველაზე არაზუსტია - 1967 წელს ასევე ნიუ-იორკში, გამომცემლობა „ფედრას“ მიერ გამოქვეყნებული „ლოლიტა“. ბაბიკოვმა „ლოლიტას“ ეს გამოქვეყნებული ტექსტი შეადარა ავტორის ხელნაწერს, ხოლო თარგმანი - ინგლისურ ორიგინალს და შედარებამ გამოავლინა „უამრავი უზუსტობა, ამოვარდნილი ფრაგმენტები და მემანქანის მიერ დაშვებული შეცდომები“.  

ახალ სერიაში უკვე გამოიცა განახლებული პირველი ორი წიგნი: „ლოლიტა“ (1955) და „კამერა ობსკურა“ (1932); შემდეგ გამოიცემა „Машенька“ (1926), „Подвиг“ (1932) და „Отчаяние“ (1934).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^