
„გუჩის სახლი“ ეკრანებზე ნოემბერში გამოვა. ფილმი Gucci-ს სამოდელო სახლის ხელმძღვანელის, მაურიციო გუჩის დაღუპვას ეძღვნება. ის 1995 წელს მოკლეს. მკვლელობის ორგანიზატორად ბიზნესმენის ყოფილი ცოლი პატრიცია რეჯანი აღიარეს.
სტუდია MGM-მა რიდლი სკოტის ამ კრიმინალური დრამის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმში სამსახიობო შემადგენლობა მართლაც ვარსკვლავურია: ადამ დრაივერის (მაურიციო გუჩი) და ლედი გაგას (პატრიცია რეჯანი) გარდა, ფილმში თამაშობენ ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო, სალმა ჰაიეკი და ჯერემი აირონსი.
„გუჩის სახლის“ შემქმნელებმა ფილმის პოსტერებიც გამოაქვეყნეს.