Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფოს ვერსია: შენობას აღვადგენთ, მუზეუმს განვაახლებთ

03 აგვისტო, 2021 21:52

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობას აღვადგენთ, მუზეუმს კი განვაახლებთ, რის შემდეგაც მასში ექსპონატები დაბრუნდება, - ასეთია კულტურის სამინისტროს პასუხის მოკლე შინაარსი მუზეუმის ბედთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ცხარე კამათის საგანია. 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„გუშინ გვქონდა შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ.

ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი, ეს ექსპონატები დაბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის მანძილზე არავინ შეხებია და, სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო. შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი, ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე. რაც შეეხება თვითონ ექსპონატებს, ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთქვით, რომ 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება, ვიდრე შენობა განახლდება, მოთავსდეს ეს ასეულობით ათასი ექსპონატი. ვვარაუდობ, რომ 6 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ვიტყვით, თუმცა ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას, ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, არ იქნება კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები“.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო მუზეუმის შენობის დანგრევას აპირებს და რომ იქ დაცულ ექსპონატებს, მათ შორის ოქროს ფონდს, საფრთხე ემუქრება. ეჭვები გაამძაფრა სამინისტროს ბუნდოვანმა პასუხმა ფეისბუკზე და მუზეუმის მმართველთან დაკავშირებულმა სადავო საკადრო გადაწყვეტილებამ. იმავდროულად, მინისტრის დღევანდელ ბრიფინგამდე გასაჯაროვდა წერილი, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოს მუზეუმში დაცული ანჩისხატის გადაცემას სთხოვს. მთავრობის ადმინისტრაციამ ამ წერილის მიღების ფაქტი დაადასტურა, საპატრიარქო აცხადებს, რომ პასუხს ელოდებიან.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და რამდენიმე თვეში შენობა სრულად უნდა დაიცალოს ათასობით ექსპონატისგან.

5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის დასაცავად მის წინ ორი აქცია იგეგმება.     

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^