სერიალი მწერალ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნაწარმოებებზე დაყრდნობით, რომლის სახელწოდების სამუშაო ვერსიაა „ბეჭდების მბრძანებელი“ („The Lord of the Rings“) სერვისზე Amazon Prime Video 2 მომავალი წლის სექტემბერში გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კინოკომპანია Amazon Studios-მა გაავრცელა.
სერიალში მოქმედება ხდება შუახმელეთის მეორე ეპოქაში, ათასობით წლით ადრე იმ მოვლენებამდე, რომლებიც აღწერილია ტოლკინის რომანებში „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“. სატელევიზიო შოუს პირველი სეზონის გადაღებები ახალ ზელანდიაში გაიმართა. პროექტის ტვიტერზე სერიალის პირველი კადრი გამოქვეყნეს.
სერიალში მონაწილეობენ სინტია ადაი-რობინსონი, რობერტ არამაიო, ოვაინ არტური, მაკს ბოლდრი და სხვები. სერიალის სცენარისტები არიან პატრიკ მაკკეი და ჯონ პეინი.
აპრილში, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Amazon-ი, სერიალის მხოლოდ პირველი სეზონის წარმოებაზე 453 მლნ ამერიკული დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერიალად აქცევს. შედარებისათვის, ტელეარხი HBO „სამეფო კარის თამაშების“ ერთი სეზონის წარმოებაზე დაახლოებით, 100 მლნ დოლარს ხარჯავდა.
ტოლკინის წიგნების „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“, იმავე სახელწოდების ორი კინოტრილოგია გამოუშვეს 2001-2003 და 2012-2014 წლებში შესაბამისად. ყველა ეს ფილმი ახალზელანდიელმა რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო.