პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი 77 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ პენცეტრისა და პოეტის ფეისბუკ გვერდებზე გავრცელდა.
1999 წელს, გივი ალხაზიშვილს სახელმწიფო პრემია მიენიჭა კრებულისათვის „გამოსვლა უდროობიდან“. 2011 წელს, საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „ჩაბრუნებული მზერა“ ის პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა.
გივი ალხაზიშვილი არაერთი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორი იყო. მისი ნაწარმოებები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი.