1979 წელს რეჟისორმა ირაკლი ასათიანმა საკუთარი სცენარით გადაიღო 9 წუთიანი დოკუმენტური ფილმი „აფხაზეთი გიწვევს“, რომელიც აფხაზეთის სხვადასხვა კურორტს ასახავს.
ფილმის მაღალი ხარისხით სკანირება და ციფრული რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში განხორციელდა.
ფილმის ციფრულად რესტავრირებული ვერსიის ნახვა მაყურებელს დღეს, 17:00 საათზე ეროვნული არქივის გვერდზე, ონლაინპრემიერის ფორმატში შეუძლია.
ეროვნული არქივი ყოველ ორ კვირაში ერთხელ, საკუთარ ფეისბუკზე, რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს მართავს.