Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეიქმნა არარსებული ფილმებისა და სერიალების სერვისი Nestflix

12 აგვისტო, 2021 17:19

არიზონელმა დიზაინერმა ლინ ფიშერმა აამუშავა სერვისი Nestflix - Netflix-ის ანალოგი რეალურ ფილმებსა და სერიალებში ნახსენები არარსებული ფილმების და სერიალების შესახებ.

სერვისი მართლაც ძალიან ჰგავს Netflix-ს: აქ არის სრულფასოვანი კატალოგი, ბიბლიოთეკის საძიებო სისტემა, ანოტაციები მსახიობების სიებით და საკუთარი სარეკომენდაციო სისტემა. შესაძლებელია იმის გაგებაც, თუ სად ახსენეს პირველად ესა თუ ის არარსებული ფილმი ან სერიალი.

სიაშია, მაგალითად, დრამა „Simple Jack“ კომედიიდან „Tropic Thunder“, განგსტერული ბლოკბასტერი „Angels with Even Filthier Souls“ ფილმიდან „Home Alone“ და ჯაშუშური ტრილერი „Threat Level Midnight“ სერიალიდან „Office“, რომელშიც მაიკლ სკოტი მონაწილეობს.

ერთადერთი სხვაობა Nestflix-სთან ისაა, რომ რესურსზე მხოლოდ „სკრიშოტებია“ და მეტი არაფერი.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^