წლევანდელი ივლისი ყველაზე ცხელი თვეა გლობალური მეტეოროლოგიური დაკვირვებების 142-წლიანი ისტორიის განმავლობაში, - იუწყება აშშ-ის ოკეანეების და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სააგენტო (NOAA).
უწყების მონაცემებით, ივლისში ოკეანის და ხმელეთის ზედაპირის საერთო ტემპერტურა საშუალოდ მსოფლიოში იყო 0,93 გრადუსით მაღალი, ვიდრე საშუალო ტემპერატურა XX საუკუნეში, რომელიც 15,8 გრადუსს შეადგენდა.
„ივლისი, როგორც წესი, წელიწადის ყველაზე თბილი თვეა, მაგრამ 2021 წლის ივლისმა, საკუთარ თავს აჯობა, როგორც ყველაზე ცხელმა ივლისმა და ყველაზე ცხელმა თვემ ისტორიაში“, - განაცხადეს სააგენტოში.
NOAA გლობალური მეტეოდაკვირვებების ისტორიას ითვლის 1879 წლიდან, როდესაც საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია შეიქმნა. XX საუკუნეში ის მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციად გარდაიქმნა.