იაპონიის სატრანსპორტო კომპანიამ Nishida Shoun საკუთარი სატვირთო მანქანებისათვის ბიოდიზელური საწვავის წარმოება წვნიანი კერძის, რამენისაგან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა.
კომპანიის პრეზიდენტ მასუმი ნისიდას წვნიანი კერძის საწვავის წარმოებისათვის გამოყენების იდეა 2013 წელს გაუჩნდა. მაშინ, ერთ-ერთი ადგილობრივი სარესტორნო ქსელის ადმინისტრატორმა მას რამენის ნარჩენები სთხოვა, რომლის უტილიზებაც ფასიანია. ნისიდამ გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ნახარშს ცხიმს აცლიდა და დაწესებულების სამზარეულოში განათავსა.
ახლა Nishida Shoun-ის თანამშრომლები მცენარეული ცხიმის ნარჩენებისგან მიღებულ საწვავს რამენის ცხიმს ურევენ. კომპანიის რამდენიმე სატვირთო მანქანა უკვე მუშაობს ასეთ საწვავზე, სექტემბერში კი მის გამოყენებაზე გადავა Nishida Shoun-ის 170-ივე ავტმობილი. კომპანია კვების დაახლოებით 2 ათასამდე ობიექტთან თანამშრომლობს და დღეში დაახლოებით 3 ათასს ლიტრ საწვავს აწარმოებს.
იმავდროულად, ასეთი საწვავის შექმნაში უნიკალური არაფერია - ცხოველური ცხიმისგან დამზადებულ ბიოდიზელურ საწვავს დიდი ხანია რაც სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ.