
რუსი რეჟისორის, ალექსანდრ ზელდოვიჩის ფილმმა „მედეა“, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი თინა დალაქიშვილი ასრულებს, ლოკარნოს კინოფესტივალზე ახალგაზრდული ჟიურის პრიზი შემდეგი ფორმულირებით მიიღო: „ევრიპიდეს ტრაგედიის ეფექტური თანამედროვე ვერსიისათვის, რომელიც ნაწარმოების პოეტიკას არ ცვლის“, ასევე „რეჟისურის ესთეტიკური ზედმიწევნობითობისათვის, გამოსახულების სისუფთავისა და დახვეწილობისათვის, პეიზაჟების პირქუში სილამაზისათვის, რომლებიც ტექსტის ორიგინალის ტრაგიკულ დიდებულებას შეესაბამება“.
ფესტივალის მთავარი პრიზით, „ოქროს ლეოპარდით“ დაჯილდოვდა ინდონეზიელი რეჟისორის ფილმი „Seperti Dendam Rindu Harus Dibayar Tuntas“ (2021).
„მედეას“ შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.