Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი, გერდ მიულერი გარდაიცვალა

15 აგვისტო, 2021 19:37

გარდაიცვალა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატთა თასის სამგზის მფლობელი, გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გერდ მიულერი. ის 75 წლის იყო.

ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „ბავარიამ“ გაავრცელა.

გერდ მიულერი ბავარიის შემადგენლობაში 1964-1979 წლებში თამაშობდა. გუნდის შემადგენლობაში მან 607 ოფიციალურ მატჩში 566 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში მიულერმა რეკორდული 365 გოლი გაიტანა და შვიდჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მიულერი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ეროვნული ნაკრების 62 მატჩში მონაწილეობდა და 68 გოლი გაიტანა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნჰენში მან ნიდერლანდის გუნდის კარში გადამწვეტი, გამარჯვების გოლი გაიტანა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^