Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოსლო“ – HBO-ს ახალი ფილმი ახლოაღმოსავლური პოლიტიკით დაინტერესებულებისათვის

17 აგვისტო, 2021 23:56

მხატვრული ფილმი „ოსლო“ სტრიმინგულმა სერვისმა HBO-მ 2021 წელს გამოუშვა. სურათი ახლოაღმოსავლური კონფლიქტის შესახებ გვიამბობს და რეალურ მოვლენებს ეფუძნება.

მიუხედავად იმისა, რომ ის 1993 წლის საიდუმლო შეხვედრებისა და ისრაელის და პალესტინის დაახლოების იშვიათ ისტორიულ ფაქტს ეძღვნება, ავღანეთის მოვლენების ფონზე, აქტუალური სანახავია.

ჯერ კიდევ მეორე ინტიფადამდე, ვიდრე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია (PLO) ძალაუფლებას დაკარგავდა და ნეთანიაჰუს მემარჯვენე-კონსერვატიული მთავრობა გამოჩნდებოდა, ისრაელმა და პალესტინამ დაახლოება სცადეს. მოლაპარაკებები დასრულდა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ცნობილია როგორც „ოსლო I“. შეთანხმება 1993 წლის სექტემბერში, თეთრი სახლის ვარდისფერ ბაღში გაფორმდა. ამ ისტორიული მოვლენის ინიცირებას, ერთმა ნორვეგიულმა წყვილმა შეუწყო ხელი.

ლაპარაკია დიპლომატ ცოლ-ქმარზე მონე იულსა (მის როლს რუთ უილსონი ასრულებს) და ტერიე როდ-ლარსენზე (ენდრიუ სკოტი). მონე კაიროში მუშაობდა და გაეროს თეთრი მანქანით ხშირად გადაადგილდებოდა ღაზის სექტორში. ის საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ პირისპირ ეჯახებოდნენ ერთმანეთს ჯერ კიდევ მოზარდი ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი მებრძოლები და როგორ ხედავდნენ ერთმანეთის თვალებში საკუთარი სიკვდილის შიშს. ქალი, რომელმაც მთელი ეს ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიარა, მშვიდობის ხელშეწყობას გადაწყვეტს.

ოსლოში, საკუთარ სახლში, ის თავის ქმართან, ტერიესთან ერთად საიდუმლოდ შეიმუშავებს ისრაელის და PLO-ს მოლაპარაკების ორგანიზების წარმოუდგენელ გეგმას. ტერიე კერძო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრი არაოფიციალური შეხვედრების ადგილი ხდება.

„ოსლო“ -  იმავე სახელწოდების ბროდვეის სამსაათიანი პიესის ეკრანიზაციაა, რომელიც 2017 წელს პრემიის „Tony Awards“ გადაცემის ცერემონიაზე საუკეთესოდ აღიარეს. პიესის ავტორია ჯი. თი. როჯერსი.

მონე იული დღეს გაეროში ნორვეგიის ელჩია. 2017 წელს, პოდკასტში, რომელიც ლონდონში სპექტაკლ „ოსლოს“ დადგმას მიეძღვნა, დიპლომატმა განაცხადა, რომ პიესა „ძალიან კარგად ასახავს [პროცესის] დრამატიზმს, ინტენსიურობასა და რისკებს“, თუმცა აღნიშნა, რომ მასში მხატვრული თავისუფლებაც ბევრია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^