ის, რომ უელსის პრინცესაზე ახალ ფილმს იღებდნენ, ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გახდა ცნობილი, მაგრამ მას შემდეგ გადაღებების პროცესზე თითქმის არაფერი თქმულა. და აი, როგორც იქნა, გამოქვეყნდა პირველი კადრი ფილმიდან, რომელზეც დიანას როლში კრისტენ სტიუარტია გამოსახული.
ფილმის სახელწოდებაა „სპენსერი“, რეჟისორი - ჩილიელი პაბლო ლარაინი.
ფილმში მოქმედება ხდება 1991 წლის შობის დღესასწაულზე, რომელსაც სამეფო ოჯახი, ტრადიციულად ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში აღნიშნავს. სწორედ ამ დროს გადაწყვეტს დიანა განქორწინდეს პრინც ჩარლზთან, რომლის როლსაც „სპენსერში“ ჯეკ ფართინგი ასრულებს.
ფილმის პრემიერა 3 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება. აშშ-ში მისი პრემიერა 5 ნოემბერს იგეგმება, სხვა ქვეყნებში - ჯერჯერობით უცნობია.