Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბოლოოდ დადასტურდა, რომ რომის იმპერიაში ლათინურის გარდა ბერძნულ ენასაც იყენებდნენ

22 აგვისტო, 2021 17:13

პორტა სარნოს ნეკროპოლისის ახლახან აღმოჩენილ მღვიმეში არქეოლოგებმა ნაწილობრივ მუმიციფირებული ადამიანის კარგად შენახული ნეშტი იპოვეს. პომპეის ყოფილი მცხოვრები გარდაცვალებისას დაახლოებით 60 წლის იყო და ის ვულკანის ამოფრქვევამდეა დაკრძალული. ნეშტი იმდენად კარგადაა შენახული, რომ არქეოლოგების მიერ გადაღებულ ფოტოებზე მოკლე ვარცხნილობა და ყურიც კი ჩანს.

პორტა სარნოს ნეკროპოლისი პომპეის ზღუდის სიახლოვეს მდებარეობდა და იქ ქალაქის გამოჩენილ მცხოვრებლებს კრძალავდნენ. მათ შორის აღმოჩნდა მარკ ვენერიუს სეკუნდიო. მისი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი არქეოლოგებმა მანამდე აღმოჩენილი წარწერებისა და ფილების მიხედვით გაარკვიეს.

ამ ჩანაწერების თანახმად, წარსულში მარკი ვენერას ტაძარში მონად მსახურობდა, ცხოვრების ბოლოს კი თავისუფლება და იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსისადმი მიძღვნილი, პრესტიჟული კულტის მსახურის წოდებაც მიიღო. ასე იქცა ყოფილი მონა საკმაოდ შეძლებულ და პატივსაცემ ადამიანად, რომელიც ღვთისმსახურებას ლათინურ და ბერძნულ ენებზე ატარებდა. ის მონაწილეობდა ასევე იმპერატორისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში, რომლებიც სპორტულ და მუსიკალურ შეჯიბრებებს, მოგვიანებით კი ბერძნული კომედიების წარმოდგენებს მოიცავდა.

სხვათა შორის, პომპეის მუზეუმის დირექტორის თქმით, ღვთისმსახურის სარკოფაგზე არსებული წარწერები პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ იმპერიის ქალაქების თეატრებში ბერძნულ ენას იყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგებმა თავად მარკის და მისი თანამემამულეების შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს, ერთ-ერთი მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია - რატომ დაკრძალეს ღვთისმსახური, კრემაციის ნაცვლად, როგორც ეს იმ ეპოქის რომის იმპერიაში იყო მიღებული. თანაც მის სამარხში აღმოჩენილია ორი ურნა ფერფლით და მათგან ერთ-ერთზე მითითებულია ნოვია ამაბილისი (კეთილი ცოლი).

მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან ასევე, მარკის შემთხვევაში ბალზამირების რაიმე სპეციალური ტექნიკაა გამოყენებული, თუ მისი გარდაცვალებიდან ვულკანი იმდენად მალე ამოიფრქვა, რომ სხეულიც ვულკანის ფერფლის სქელი ფენის ქვეშ აღმოჩნდა და სწორედ ამის წყალობითაა მისი ნეშტი ასე კარგად შენახული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^