ათი წლის წინ სტივ ჯობსმა დატოვა გენერალური დირექტორის პოსტი კომპანიაში, რომელიც მშობლების ავტოფარეხში დააფუძნა. რამდენიმე თვეში ის კიბოსაგან გარდაიცვალა.
გასული ათწლეულის განმავლობაში Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. ის ანვითარებდა მანამდე შექმნილ კომპიუტერებსა და გაჯეტებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოუშვა. გარდა ამისა, ის ჩინეთზე უფრო დამოკიდებული გახდა და პოლიტიკურ კომპრომისებზეც მოუწია წასვლა.
ჯობსის წასვლის შემდეგ სკეპტიკოსები და კონკურენტები კომპანიას გარდაუვალ ვარდნას უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: Apple-მა ახალი ბაზრები დაიპყრო და განაგრძობდა რეკორდების მოხსნას, იქცა რა მსოფლიოში პირველ კომპანიად, რომლის საბაზრო ღირებულება ჯერ მილიარდიან ზღვარს გასცდა და შემდეგ ორი მილიარდი დოლარიც გახდა. პანდემიის მიუხედავად კომპანიის პირადმა მოგებამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელის იანვარში iPhone-ის მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიარდს გადააჭარბა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში Apple -მა მხოლოდ რამდენიმე ახალი პროდუქტი გამოუშვა და პირველ რიგში Apple Watch-ი და AirPods-ი. მაგრამ მის ნებისმიერ სიახლეს თაყვანისმცემლები ისეთივე აღტაცებით ხვდებიან, როგორც iPod-ს და iPhone-ს. მართალია, დასაწყისში უსადენო ყურსასმენები დაცინვის საგანი გახდა, მაგრამ 2020 წელს Apple-მა ყურსასმენების გაყიდვით იმაზე მეტი მოგება მიიღო, ვიდრე მთელმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა - Twitter-მა, Spotify-მ და Snap-მა (Snapchatის მფლობელი).
სტივ ჯობსის Apple საკუთარ ეპოქას ასახავს: დიდწილად ამერიკულ და ნაწილობრივ ევროპულ ბაზრებზე ორიენტაცია. დღეს სწრაფად გამდიდრებული ჩინეთი კომპანიას თავის წესებს კარნახობს. ჩინეთი დღეს არამხოლოდ მნიშვნელოვანი ბაზარია, არამედ კორპორაციის საწარმოო ბაზაც.
Apple-ის ჩინური სტრატეგიის არქიტექტორი კომპანიის დღევანდელი ხელმძღვანელი ტიმ კუკია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში წარმოების გადატანა ჯერ კიდევ ჯობსის დროს მოხდა. კუკმა გათვლა გიგანტურ ქარხნებზე, მაღალ მწარმოებლურობასა და იაფ მუშახელზე გააკეთა. ჯობსის სიცოცხლის ბოლო წელს კუკს ამ პოლიტიკის დაცვა უწევდა. ბარაკ ობამასთან ბიზნესმენების შეხვედრისას Apple-ის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა: „ეს სამუშაო ადგილები არ დაბრუნდება“.
კუკი ყოველთვის თავის წინამორბედზე დიპლომატიური იყო. მან ორი ადმინისტრაციის ზეწოლას გაუძლო და კარგი ურთიერთობები დაამყარა ტრამპთანაც კი, რომელმაც პეკინს სავაჭრო ომი გამოუცხადა. დროთა განმავლობაში, ტიმ კუკი კომაპანიასთან ისეთივე ასოცირებული გახდა, როგორც მისი დამფუძნებელი-მამები. ერთხელ დონალდ ტრამპმა წამოცდენისას მას „Tim Apple“ უწოდა.