ეროვნული არქივი 2 კვირაში ერთხელ თავის მომხმარებლებს ფეისბუკზე ციფრულად რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს სთავაზობს.
დღეს ქსელში ოთარ იოსელიანის მიერ 1964 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „თუჯის“ პრემიერა გაიმართა. ეს რეჟისორის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმია. მასში რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღეა აღწერილი. სტუდია „მემატიანეს“ ბაზაზე შექმნილი ეს ფილმი 2018 წელს ბოლონიის კინოფესტივალზე, საარქივო ფილმების სექციაში აჩვენეს. ფილმს ინგლისურენოვანი ტიტრები ახლავს.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.