Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ABBA ბრუნდება. ამჯერად, ნამდვილად

26 აგვისტო, 2021 21:23

დღეს დილით, შვედურმა პოპჯგუფმა ABBA-მ ახალი ვებგვერდი შექმნა, სახელწოდებით „ABBA Voyage“ და თაყვანისმცმლებს ახალი პროექტით დაინტერესებისაკენ მოუწოდა. ჯგუფი მინიშნებას აკეთებს ახალ კომპოზიციებსა და მთელ ალბომზეც კი, რომელსაც მისი ფანები 39 წელია ელიან.

როგორც ჩანს, ეს არის „ჰოლოგრამული ტური“, რომლის შესახებაც ABBA-მ თავდაპირველად 2016 წელს განაცხადა. ასევე, როგორც მოსალოდნელია, ჯგუფი 5 ახალ სიმღერას გამოუშვებს.

კვარტეტის წევრები - აგნეტა ფელტსკოგი, ანა-ფრიდ ლინგსტადი, ბიორნ ულვეუსი და ნები ანდერსონი 2018 წელს სტუდიას დაუბრუნდნენ და განაცხადეს, რომ ორ ახალ სიმღერას მსმენელს იმავე წელს შესთავაზებდნენ. თუმცა ამ სიმღერების („I Still Have Faith In You“ და „Don't Shut Me Down“) გამოშვება არაერთხელ გადაიდო, ახლა კი ჯგუფი უკვე 5 ტრეკს ამზადებს, რაც ულვეუსმა საბოლოოდ დაადასტურა.

ვებგვერდზე გამოსახულია ოთხი განათებული პლანეტა და მითითებულია თარიღი 2 სექტემბერი. ტაბლოიდების ინფორმაციით, შოუში ვარსკვლავების ორეულები მიიღებენ მონაწილეობას და ისეთ ჰიტებს შეასრულებენ, როგორებიცაა Waterloo, Dancing Queen და Mamma Mia. Sun-ის ცნობით, ლონდონის აღმოსავლეთით, სპეციალური თეატრი მოეწყობა, სადაც ABBA-ს გამოსვლის ჰოლოგრამული გამოსახულების გარდა, თაყვანისმცემლები ჯგუფის სცენაზე დაბრუნების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც ნახავენ.

ულვეუსმა BBC-ს უამბო, რომ იდეა ჯგუფს Spice Girls-ის მენეჯერმა, საიმონ ფულერმა მიაწოდა. „ის სტოკჰოლმში ჩამოვიდა და შემოგვთავაზა გარკვეულ ასაკში ჩვენივე თავის ციფრული ასლები შეგვექმნა. პროექტის ნახევარი უკვე დასრულებულია. შედეგი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია“. შარშან პროექტს ლონდონში Ealing Studios-ში იღებდნენ.

АВВА 1972 წელს დაარსდა. ჯგუფის წევრები გახდნენ ულვეუსი და ანდერსონი The Hep Stars-იდან - სიმღერის ავტორები, და მომღერლები ფელტსკოგი და ლინგსტადი, რომლებიც როგორც სოლო შემსრულებლები უკვე წარმატებულები იყვნენ. მაგრამ, მათმა ერთობლივმა პროექტმა ყველა წინა წარმატება გადაფარა. 1974 წლის „ევროვიზიაზე“ სიმღერით Waterloo გამარჯვების შემდეგ, ჯგუფმა თითქმის 400 მილიონი სინგლი და ალბომი გაყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის ჰიტებზე შექმნილი მიუზიკლი „Mamma Mia!“, რომლის პროდიუსერებიც იყვნენ ულვეუსი და ანდერსონი, 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მიუხედავად წყვილების განქორწინებისა (ულვეუსი და ფელკსტოგის და ლინგსტადის და ანდერსონის) ჯგუფი წარმატებული იყო, თუმცა არსებობის 11 წლისთავზე, 1983 წელს, ისინი მაინც დაიშალნენ.

1982 წელს გამოვიდა მათი ბოლო ერთობლივი ნამუშვარი - კრებული The Singles, რომელშიც ჰიტები Under Attack და The Day Before You Came შევიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^