კომპანიის ინფორმაციით, Microsoft-ის ახალი სოპერაციო სისტემა - 5 ოქტომბერს გამოვა. წინა ვერსია - Windows 10, 2015 წელს გამოვიდა. ორი საოპერაციო სისტემის (ОS) გამოსვლას შორის 6-წლიანი პაუზა, ყველაზე ხანგრძლივია Windows-ის არსებობის ისტორიაში.
5 ოქტომბრიდან ახალი OS-ი ხელმისაწვდომი იქნება ახალ კომპიუტერებზე, წინასწარ ჩატვირთული სოფტით. გარდა ამისა, ამ თარიღის შემდეგ უფასო განახლების შესაძლებლობაზე შეტყობინებებს მიიღებენ კომპიუტერების მომხმარებლები, რომლებსაც Windows 10 აქვთ. Microsoft-ში აცხადებენ, რომ პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და Windows 10-ის ყველა მფლობელი ახალ საოპერაციო სისტემაზე გადასვლას 2022 წლის შუა თვეებისთვის შეძლებს.
ამა წლის ივნისში კომპანიამ Windows 11 წარადგინა. ახალ საოპერაციო სისტემას აქვს Android-ის აპლიკაციების მხარდაჭერა და ახალი დიზაინი, რომელიც iOS 7-ს მოგაგონებთ.
OS-ის ახალი ვერსია პლანშეტებზეც იმუშავებს. ამასთანავე, თავად Microsoft-მა საოპერაციო სისტემის ამ ახალ ვერსიას უწოდა „საუკეთესო Windows-ი თამაშებისათვის“ (მასში სერვისი xCloud-ია ჩაშენებული).
Windows 11-ზე გადასვლა უფასოა, მხოლოდ იმ პირობით, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Windows 10-ით.
Windows 11-ით მუშაობისათვის საჭირო იქნება კოპიუტერი რომელსაც აქვს ოპერატიული მეხსიერება 4 GB და DirectX 12-ის მხარდამჭერი ვიდეობარათი.
Windows 10-ის მხარდაჭერა 2025 წლის 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.