ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-18 რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში 99 ქვეყნისა და რეგიონის 1662 უმაღლესი სასწავლებელი შედის.
ზედიზედ უკვე მეექვსედ, პირველ ადგილზე ოქსფორდის უნივერსიტეტია. მეორე ადგილს ინაწილებენ - კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი. მათ შემდეგ არიან სტენფორდი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, პრინსტონი, ბერკლის კალიფორნიული უნივერსიტეტი, იელი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი.
Times Higher Education-ი რეიტინგი ყალიბდება 13 ინდიკატორის მიხედვით. ისინი ნაწილდება 5 ჯგუფად, რომლებიც უნივერსიტეტების სამუშაოს ძირითად მიმართულებებს შეესაბამება. გათვალისწინებულია სამეცნიერო სტატიების ციტირების სიხშირე, წვლილი ინოვაციებში, შემოსავლები კვლევითი საქმიანობიდან, სწავლების ხარისხი, უნივერსიტეტის შესაძლებლობა მიიზიდოს საუკეთესო თანამშრომლები და უცხოელი სტუდენტები.
რეიტინგს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.