სტრიმინგულმა სერვისმა Netflix მძაფრსიუჟეტიანი კომედიის „Red Notice“ („წითელი შეტყობინება“) ტრეილერი გამოაქვეყნა. მთავარ როლებს ასრულებენ რაიან რეინოლდსი, დუეინ ჯონსონი და გალ გადოტი.
სიუჟეტის თანახმად, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი (ჯონსონი) და განსაკუთრებით საშიში მძარცველი (რეინოლდსი) გაერთიანდებიან, რათა შეიპყრონ გალ გადოტის პერსონაჟი, რომელმაც ხელოვნების ძვირფასი ნივთი მოიპარა. გმირები მის კვალს მიჰყვებიან და რუსულ ციხეშიც კი ხვდებიან.
„წითელი შეტყობინება“ Netflix-ზე 12 ნოემბერს გავა.