
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე H1N1 ვირუსის პანდემიის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩენი ამბობს, რომ "მსოფლიო ახლა გრიპის პანდემიის საწყის ეტაპზეა". დღეისათვის მსოფლიოს 74 ქვეყანაში ვირუსის 30 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან და კვლავ არ მიიჩნევს საჭიროდ მოგზაურობის შეზღუდვას და საზღვრების ჩაკეტვას.