საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული ქალბატონია, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა. იგი მკურნალობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განიხილება გეგმა, რომლის თანახმადაც, იმ ქვეყნებში, სადაც «ღორის გრიპი» მძვინვარებს, სკოლებში სწავლა დაავადების პიკის გადავლის შემდეგ უნდა განახლდეს.
H1N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება, თუმცა საქართველო დაავადების გავრცელების პიკის დროს (შემოდგომა-ზამთარი) ვაქცინას ვერ მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინის ყიდვის საშუალება საქართველოს მთავრობას მომავალი წლის გაზაფხულზე მიეცემა.