Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხეთი და ვენესუელა საქართველოს წინააღმდეგ

20 სექტემბერი, 2009 21:48
როდესაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ", ვენესუელამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს განცხადება ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა.
რუსეთის მცდელობამ გაერო-ში რეზოლუციის მიღება ვერ ჩაშალა და მას მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19 წინააღმდეგი იყო, 78-მა კი თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეთა შორის რუსეთსა და ვენესუელასთან ერთად მეზობელი სომხეთიც აღმოჩნდა.
მიღებული რეზოლუცია აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა, ასევე მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს ამ რეგიონებში "ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელებისთვის შეუფერხებელი შესვლის უკიდურეს საჭიროებას".
ამჟამად საქართველოში 293 048-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს, მათგან 245 363 აფხაზეთიდანაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^