H1N1 ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ექიმები ემზადებიან
საქართველოში H1N1-ის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 26 წლის ქალბატონს აღმოაჩნდა. შემთხვევა ლაბორატორიულადაც დადასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით პანდემიის საშიშროება არ არსებობს, რის გამოც ვირუსის წინააღმდეგ ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაც არ არის. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში მედიკამენტების საჭირო მარაგი არსებობს.