„რუსეთის პოლიტიკური სისტემა სტაგნაციას განიცდის", ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სერიოზული ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობაზე: „სტაგნაცია დამღუპველია როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. თუ ოპოზიციას სამართლიან ბრძოლაში გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს, ის დეგრადირდება და მარგინალი ხდება. თუ მმართველ პარტიას დამარცხების შანსი არა აქვს, ის უბრალოდ იჟანგება და საბოლოოდ ისიც, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, დეგრადირდება",-თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ პოლიტიკურ სისტემაში უმცირესი სოციალური ჯგუფების ხმაც უნდა ისმოდეს.
პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, მედვედევმა ამ გამოსვლით სერიოზული პოლიტიკური განაცხადი გააკეთა.