Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოფიციალური ვერსია-უბედური შემთხვევა

03 მაისი, 2011 14:59

ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრილი ვასილ სანოძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით "მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა."

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი-ვასილ სანოძე დღეს მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას მერე მოექცა, რაც შსს-ს წარმომადგენლება დაადასტურეს ცნობა იმის შესახებ, რომ ის თავში მძიმედაა დაჭრილი.

ვასილ სანოძე 2009 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე აღადგინეს. ამ მოვალეობას ის 2005 წელიდან ასრულებდა, თუმცა 2006 წლის მარტში სამსახური კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, დათა ახალაიასთან ერთად დატოვა.

მაშინ ახალაიამ და სანოძემ განაცხადეს,რომ ეს გადაწყვეტილება „სანდრო გირგვლიანის საქმეზე მორალური პასუხისმგებლობის" გამო დატოვეს.

სწორედ ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ „შარდენ ბარში" ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია, შსს-ს მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და გურამ დონაძე, როდესაც მეგობრის სანახავად ბარში მისულ სანდრო გირგვლიანს მათთან შელაპარაკება მოუვიდა.გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აბობს, რომ სანოძე გირგვლიანის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეა, რომელის დაკითხვამაც,ხელახალი ძიების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი ბრალდებები გამოკვეთოს.

2009 წლს, ოპოზიციის ხანგრძლივი აქციებისას ვასილ სანოძის სახელი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. 25 აპრილს პარლამენტის შენობასთან ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ მომიტინგეებს იქვე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან წყლით სავსე ბუშტები და კისტის ტყვიები ესროლეს. ტელეკომპანია „მაესტროს" გადაღებულ კადრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჩანს ვასილ სანოძეც, რომელიც თავად ესვრის წყლით სავსე ბუშტებს საპროტესტო აქციის მონაწილებს.

ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრილი ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დილით მოათავსეს. მას გადაუდებელი დახამრების ცენტრში ოპერაცია დილითვე გაუკეთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, გამთენიისას სანოძე საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ტაბელური იარაღი გაუვარდა და დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან" საუბარში სანოძის მეზობლები აცხადებენ, რომ მათ შუაღამისას ბინიდან ხმაური შემოესმათ, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგიათ. შემდეგ კი სადარბაზოსთან ხალხმრავლობა შენიშნეს.


ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დილიდან გაძლიერებულია დაცვა. კლინიკის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. სანოძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმები მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^