Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო კალანდაძე - "უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა"

14 მაისი, 2012 12:21

 

"ბუნებრივია, საქმის კურსში ვართ, გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ვაპირებთ ელჩთან გასაუბრებასაც. კონკრეტულად დავით გარეჯის კომპლექსის, უდაბნოს მონასტერს რაც შეეხება, იგი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს ტერიტორიად არ ითვლება და აზერბაიჯანის კუთვნილებას წარმოადგენს," - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 6 მაისს დაიკავეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ლავრის უდაბნოს მონასტრის დაკავებაზე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" საშუალებით გავრცელდა.

მღვდელმონაზონი კირიონის თქმით, 6 მაისის შემდეგ უდაბნოს მონასტერისკენ შეზღუდულია ადამიანთა გადადგილება.

"პრეტენზია მუდმივად გააჩნდათ ამ ტერიტორიებზე და უკვე 6 მაისიდან არც ქართველ და არც უცხოელ ტურისტებს არ უშვებენ. დაშვებულია, ჩვენი, როგორც სასულიერო პირების ასვლა," - ამბობს მღვდელმონაზონი კირიონი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის საზღვრებში მოექცა. ეს ეხება ლავრის უდაბნოს მონასტერსაც, თუმცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მხოლოდ ახლა  ჩადგნენ სასაზღვრო ადგილას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ზუსტი საზღვრების პრობლემა ჯერ კიდევ დგას. ნინო კალანდაძის თქმით, საზღვრების დელიმიტაციისათვის სამუშაო ჯგუფები არსებობენ.

"დელიმიტაციის საკითხებზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფია შექმნილი. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ეს პროცესი სირთულეებთან არის დაკავშირებული და შეთანხმებას გარკვეული პერიოდი სჭირდება", - ამბობს კალანდაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^