Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ეზოში ჟურნალისტებს არ უშვებენ

29 მაისი, 2012 9:28

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ეზოში ჟურნალისტებს არ უშვებენ - ამის შესახებ ეროვნული ცენტრიდან “ლიბერალის” კორესპონდენტი იტყობინება.

 

დაცვის წევრებს   მიღებული აქვთ ბრძანება, რომ შენობაში არცერთი ჟურნალისტი არ შეუშვან. ჟურნალისტები ამ წუთებში ეზოს კართან იცდიან.

დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საგანგებო განცხადების გავრცელებას აპირებენ. იმის გამო რომ ჟურნალისტები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ, ცენტრის თანამშრომლები განცხადებას 12 საათზე, ეზოს გარეთ გააკეთებენ.

გუშინ ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოულოდნელად გაათავისუფლა. ოფიციალური ვერსიით, გათავისუფლების მიზეზად მიმინოშვილის პირადი პოზიციის  სამინისტროს პოლიტიკასთან შეუთავსებლობა გახდა.

გუშინვე, დღის მეორე ნახევარში, ცენტრის თანამშრომლებმა პრეზიდენტს მიმართეს, იმავდროულად ცენტრიდან თანამშრომლების წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ცენტრს გამოცდების პერიოდში, სექტემბრამდე კოკა სეფერთელაძე უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ კოკა სეფერთელაძე მინისტრის პირველი მოადგილე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^