რუსეთში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. კრასნოდარში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭრბა. 24 ათასი ადამიანი კი დაზარალდა.
ოფიციალური ინფორმაციით, წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, მაგრამ რუსული მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ ნებერდჟაევსკის წყალსაცავიდან ქალაქ კრიმსკის მიმართულებით წყალი სპეციალურად გაუშვეს, რათა ნოვოროსიისკის ჩაძირვა თავიდან აეცილებინათ.
ამ ინფორმაციას რუსული ოფიციალური სტრუქტურები კატეგორიაულად უარყოფენ.
საქართველოს პრეზიდენტმა კრასნოდარში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთში სამაშველო ჯგუფებს გააგზავნის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის განცხადებით, ქართველი მაშველები მზად არიან კრასნოდარის მხარეში გაემგზავრნონ და წყალდიდობით დაზარალებულ პირებს ადგილზე გაუწიონ დახმარება.