Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჰოსპიტალური სექტორის კვლევას აქვეყნებს

09 ივლისი, 2012 12:39

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჰოსპიტალური სექტორის კვლევას აქვეყნებს, სადაც რამდენიმე ძირითადი საკითხია წამოჭრილი.

კერძოდ, განცხადებაში წერია, რომ ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზების სამთავრობო სტრატეგიის შედეგად, საქართველოს მასშტაბით სწრაფად შენდება თანამედროვედ აღჭურვილი მრავალპროფილური საავადმყოფოები.

თუმცა, საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრეები კერძო ინვესტორები არიან, ზოგიერთ მათგანზე კი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

სოციალური დაზღვევის ვაუჩერული სისტემიდან პაციენტების რეგიონულ სისტემაზე გადასვლით,  სადაზღვევო კომპანიებს საშუალება მიეცათ, რომ პაციენტები დაზღვევის მონოპოლისტი პროვაიდერები გამხდარიყვნენ. ამით კი პაციენტებმა შესაძლებლობა დაკარგეს, სოციალური დაზღვევის პროვაიდერი ან საავადმყოფო თავად აირჩიონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის მფლობელობასა და მართვაში ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

“სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ზოგიერთ საავადმყოფოში უპირატესობა შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იმპორტირებულ თუ წარმოებულ მედიკამენტებს ენიჭება”- წერია განცხადებაში.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმებს,  კვლევის მიხედვით, სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა პრობლემატური საკითხია, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ხაზგასმული პრობლემების გადასაჭრელად, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. კერძოდ,

სამედიცინო მომსახურების გარეშე რეგიონების დარჩენის რისკი ფინანსური სტიმულირებით უნდა შემცირდეს, საავადმყოფოთა მფლობელებისთვის დამატებითი ვალდებულებუების დაწესებით და რეგიონებში სამედიცინო მომსახურებისა და საავადმყოფოების გაქრობაზე დროული რეაგირების პროგრამის შემუშავებით.

ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფლებების გაზრდა და მისი ინსტიტუციური გაძლიერება უნდა მოხდეს.

დაბოლოს, ჰოსპიტალურ სექტორში ამჟამად განხორციელებული პოლიტიკის შედეგების უკეთ გააზრებისთვის  აუცილებელია სისტემის მუდმივი მონიტორინგი და ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^