Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

29 აგვისტო, 2012 12:42

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სამთავრობო პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პროგრამა “მეტი სარგებელი ხალხს” საქართველოს მთავრობამ 2012 წლის ივლისში წარმოადგინა.

 “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” შეფასებით, მთავრობის პროგრამის პოპულარიზაციით მმართველი პარტიის აგიტაცია ხდება, რადგან სამთავრობო პროგრამასა და მმართველი პარტიის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს ერთი და იგივე სახელი აქვთ. ამიტომ ამომრჩევლისთვის მთავრობისა და პარტიის ერთმანეთისაგან მკაფიო გამიჯვნა თითქმის შეუძლებელი გახდა.

“ამის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რეკლამების და აქციების მოწყობა შესაძლოა შეფასდეს, როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მთავრობისგან უსასყიდლოდ მიღებული არამატერიალური ფასეულობა”.- ვკითხულობთ წერილში.

 “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება აკრძალულია. ამასთანავე, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი მოითხოვს, რომ არსებობდეს მკაფიო გამიჯვნა პოლიტიკურ პარტიასა და მთავრობას შორის.

“აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას “მოვუწოდებთ, რომ კანონის სულისკვეთებიდან და კოპენჰაგენის დოკუმენტიდან გამომდინარე ყოველი ღონე იხმარონ, რათა ამომრჩეველმა მთავრობის მოქმედებებსა და პარტიის მიერ ჩატარებულ საარჩევნო კამპანიას შორის მკაფიო გამიჯვნა შეძლოს”- აღნიშნავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^