Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუნისეფის განცხადება არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ სასჯელაღსრულების სისტემაში

19 სექტემბერი, 2012 16:20


გაეროს ბავშვთა ფონდი მკაცრად გმობს სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომლებიც გავრცელდა სატელევიზიო არხებით. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი“ (მუხლი 37, ბავშვის უფლებათა კონვენცია). ამავე უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ შეთანხმებებსა და კონვენციებში, რომლებიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.

იუნისეფი მოუწოდებს მთავრობას დეტალურად გამოიძიოს თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ყველა არასრულწლოვნის, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ძალადობის მსხვერპლთა ან მოწმეთა, უსაფრთხოება. ხელისუფლების მიერ გარანტირებული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა.

იუნისეფმა შეშფოთება გამოთქვა აგრეთვე, ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელიც აღნიშნული იყო სახალხო დამცველის 2012 წლის 9 აგვისტოს განცხადებაში, და სთხოვა მთავრობას ადეკვატური და დროული რეაგირება.

სხვა საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და მზად არის გააგრძელოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ამ სფეროში ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^