ასოციაცია “საზოგადოება განვითარებისთვის” მონიტორინგს ლენტეხისა და ცაგერის 8 თემზე და ნაწილობრივ ფოთის საარჩევნო უნბებზე ახორციელებს. ამ დროისათვის საშუალოდ ამომრჩეველთა 50%-მა მისცა. ასოციაციის ინფორმაციით, ამომრჩველის აქტივობა მაღალია.
12 სთ-თვის ცაგერში რეგისტრაცია გაიარა ამომრჩევლების 33%-მა (ქვემო ორბელის თემი). ამ დროისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 54%-მა.
ამ დროისთვის ლენტეხის (46-ე ოლქის) ნანარის მე-6-ე უბანზე არჩევნები ფაქტიურად დამთავრებულია (125 ამომრჩევლიდან ჯერ არ გამოცხადებულა 3).
ცაგერში საარჩევნო პროცესს მხოლოდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ, დამკვირვებლების ნაწილი უბნებზე ვერ შევიდა.
ლენტეხში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხმის მისაცემად ჩასული მოქალაქე (ჯაბა ჩანქსელიანი, ხელედის თემი) არ იყო აღრიცხული არც ძირითად და არც დამატებით სიებში და ხმის მიცემა ვერ მოახერხა.
ლენტეხში (კვლავ ხელედის თემში) იყო გაუგებრობა ქართველი დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით, კერძოდ პრობლემა ერთი და იმავე ორგანიზაციიდან ორი დამკვირვებლის დაშვება გახდა, „ზედმეტი“ დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს, თუმცა ცესკო-დან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ეს საკითხი დარეგულირდა.
ლენტეხში საარჩევნო პროცესს აკვირდებიან ეუთოს დამკვირვებლები(გერმანიიდან და შვეიცარიიდან 2 დამკვირვებელი)
ლენტეხში ჩვენი ინფორმაციით ოპოზიციის მხარდამჭერები საარჩვენო უბნებზე მონიტორინგს მობილური ტელეფონებით აწარმოებენ.
ლენტეხში ჩოლურისა და ლაშხეთის თემებში მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სააგიტაციო პლაკატები და ფანჯრის რაფებსა და შესასვლელ კარზე მიწერილი ხუთიანები.
ფოთში სამი უბანი გაიხსნა ნახევარ საათიანი დაგვიანებით, მე-11 უბანი შეფერხდა მარკირების აპარატის დაზიანების გამო.
ჩვენივე ქსელის წევრი, რომელმაც არჩევნებამდე რამდენჯერმე გადაამოწმა საკუთარი თავი სიაში და იყო, არჩევნების დღეს საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა.
5530-ით ნაკლები ბიულეტენი შემოვიდა ფოთში, 33800 მაჟორიტარული და ამდენივე პროპორციული კენჭისყრისათვის.
12 სთ-თვის 11258 ამომრჩეველმა, ანუ საერთო რაოდენობიდან 27,9%-მა მისცა ხმა.
საოლქო კომისიაში შესულია 14 საჩივარი ძირითადად პროცედურულ საკითხებზე.