Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლები მერიის შეთავაზებაზე უარს ამბობენ

17 ოქტომბერი, 2012 17:45

 

თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლებს მერიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათ ნაწილს სამსახურში დროებით დატოვებენ.

“გვითხრეს, რომ ნაწილს ერთი თვით, ნაწილს კი 3 თვით ტოვებენ, ახლანდელი თანამშრომლების ნახევარს კი ათავისუფლებენ. არც კი ვიცით, რა ნიშნით შეარჩიეს ვინ დარჩებოდა და ვინ - არა, ამაზე კატეგორიული უარი ვუთხარით. არც კი გვინახავს სია, ვის ტოვებენ და ვის-არა. მიგვაჩნია, რომ თანამშრომლების ასე დაყოფა პრინციპულად არასწორია,” - განაცხადა ფონდის თანამშრომელმა ნანა კორძახიამ.

თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის შედარებით მისაღები ვარიანტი წლის ბოლომდე ყველა თანამშრომლის სამსახურში დატოვება იქნებოდა.

“ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდება, ან ის მაინც გამოჩნდება რა სამუშაოა დარჩენილი და ფუნქციების მიხედვით, ვისი დატოვებაა საჭირო და ვისი გათავისუფლდება. როგორც ჩანს არა ფონდის გაუქმებას, არამედ თანამშრომლების შემცირებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმის შესაძლებლობა მაინც გვექნება, რომ სხვა სამსახური მოვძებნოთ,” - ამბობს კორძახია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^