Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციები საქართველოს ახალ მთავრობას

05 ნოემბერი, 2012 21:56

გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა:

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის 
მიმოხილვის საფუძველზე


თბილისი, 5 ნოემბერი 2012გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავ იღებს ვალდებულებას დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ყველაზე დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში. ინვესტიცია ბავშვებსა და ახალგაზრდებში არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში. წინამდებარე დოკუმენტში განხილულია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ის ნაწილები, რომლებიც ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველოში და წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები. ოც წელზე მეტია გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას ეხმარება სოციალური პოლიტიკისა და პროგრამირების გაუმჯობესების საქმეში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით; საჭირო კონსულტაციას უწევს იმ უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკის შემუშავებაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა სავსებით შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:

· ბავშვისადმი კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა - როგორც პროცესუალური, ისე გარემოს თვალსაზრისით ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სასამართლოების შექმნა აუცილებელია ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად მართლმსაჯულების სისტემასთან შეხებისას. სპეციალიზებულ სასამართლოებთან ერთად, აუცილებელია სპეციალიზებული პროფესიონალური კადრები. პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის და მაქსიმალურად მოკლე ვადით გამოყენება სრულად უნდა აისახოს სამართლებრივ სისტემაში და დამკვიდრდეს პრაქტიკაში.

· ინვესტირება საქართველოს მომავალში ადრეულ ასაკში განათლების ხელშეწყობის გზით მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ადასტურებს - ადრეულ ასაკში განათლების ინვესტიციას ყველაზე დიდი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს. საქართველოში სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა საჭიროებს დამატებით ფინანსურ ინვესტიციებს, კოორდინაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან და დეცენტრალიზებულ მიდგომას.

· ჯანდაცვის თანასწორი, ხარისხიანი, საბაზისო მომსახურების ხელმისაწვდომობა - ჯანდაცვის უნივერსალური საბაზისო მომსახურების გაფართოება მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის.საბაზისო მომსახურების პაკეტის საჯარო დაფინანსებაზე გადასვლა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც შემუშავდება დეტალური გეგმა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. გარდა ამისა, პროცესის შესაბამისი წარმართვისათვის საჯარო სექტორმა უნდა განივითაროს ისეთი კონკრეტული უნარები, როგორებიცაა: რეგულირება, საინფორმაციო სისტემები, ხარჯების განსაზღვრა და გადახდა.

· ყველაზე ღარიბი ბავშვიანი ოჯახებისათვის დახმარების გაფართოება – საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვიანი შინამეურნეობები უფრო მაღალი ალბათობით არიან ღარიბნი და ნაკლები ალბათობით სარგებლობენ მიზნობრივი სოციალური დახმარებით. განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვუწევთ ბავშვთა საყოველთაო გრანტის შემოღებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ბავშვთა სიღარიბეს. ოჯახის დახმარების მომსახურების გაფართოება, როგორიცაა უფასო, ან დაბალფასიანი დღის ცენტრები, აუცილებელია ოჯახების რღვევის პრევენციისა და ბავშვთა განვითარების ხელშეწყობისათვის.

· ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა – ახალგაზრდები საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლისას და როგორიცაა ახალგაზრდების უმუშევრობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოტიკების მოხმარება, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და გენდერული ძალადობა, ჯერ კიდევ არ არის სისტემურ დონეზე მოგვარებული. აუცილებელია ახალგაზრდების განვითარების სახელმწიფო ხედვისა და სტრატეგიის განსაზღვრა.



კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^