
თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. მძღოლებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული. ისინი დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა სურთ. მძღოლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაწეული შრომის პრემიის სახით ანაზღაურებას, 2009 წელს მეტროსა და ავტობუსის გაერთიანების შედეგად დაკარგული შვებულების ანაზრაურებასა და ჰიგიენური პირობების დასაკმაყოფილებლად ბოლო გაჩერების მოწესრიგებას ითხოვენ.
მძღოლთა გაფიცვამ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველებს, პრობლემა შეუქმნა. რადგან მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალება ავტობუსი იყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ განაცხადა, ავტობუსის მძღოლების ხელფასის გაორმაგება ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან კომპანიას ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია.
მისი თქმით, ავტობუსის მძღოლებს საშუალოდ 800 ლარი აქვთ ხელფასი. მისი ოდენობა დამოკიდებულია სამუშაო საათების ხანგრძლივობასა და მარშრუტზე.
კოპლატაძის განცხადებით, 1-ელი ივლისიდან საპრანსპორტო კომისიის ყველა თანამშრომელს ხელასი მოემატება და მძღოლების ხელფასი 16%-ით გაიზრდება. თუმცა,ამ დროისთვის ეს შეუძლებელია.
თბილისის საპტარნპორტო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის თქმით, კომპანიის ყველა თანამშრომელს ხელფასი 17%-ით უკვე გაეზარდა. შესაბამისად, მათი მოთხოვნა ხელფასების დაუყოვნებლივ ზრდა არ არის: “მათი მოთხოვნა ხელფასების გადახედვაა, წელს ეს შეუძლებელია. თუმცა, არავინ იცის რა იქნება თბილისის მერიის ბიუჯეტი და წინასწარი დაპრების მიცემა არასწორია.”
მისი ნფორმაციით, ამ დროისთვის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორი მძღოლებს ვხდება: “ავტობუსების მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.”
ამ დროისთვის თბილისში არც ერთი ავტობუსი არ მუშაობს. მძღოლების განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვაა და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვეაში, პროესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.